სუპერმძიმე წონის ვარსკვლავებმა – WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა დეონტეი უაილდერმა და ტაისონ ფიურიმ 22 თებერვლის ბრძოლის წინ იჩხუბეს.
კონფლიქტი ლას ვეგასში საფინალო პრესკონფერენციაზე მოხდა. თავიდან მოკრივეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რის შემდეგაც ჯერ უაილედრმა უბიძგა ორივე ხელი ფიურის, შემდეგ კი ბრიტანელმა იგივეთი უპასუხა ჩემპიონს.
ამის შემდეგ, სცენაზე მოკრივეთა გუნდების წარმომადგენლები გაჩდნენ და მოჩხუბრები გააშველეს.
უაილდერისა და ფიურის პირველი ბრძოლა 2018 წლის პირველ დეკემბერს გაიმართა და ფრედ დასრულდა. 22 თებერვალს, მოკრივეები რევანშს გამართავენ.
31 წლის ბრიტანელს კარიერაში 29 მოგება და ერთი ფრე აქვს. 34 წლის უაილედრმა 42 ბრძოლა მოიგო და ასევე ერთი ფრე აქვს პროფესიულ რინგზე.