ამერიკელი მოკრივე დეონტეი უაილდერი ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან მატჩ-რევანშის უფლებით ისარგებლებს, – იუწყება ESPN.
შეგახსენებთ, რომ ტაისონ ფიური დეონტე უაილდერს ცოტა ხნის წინ, მეორედ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.
შედეგად, „ბოშათა მეფემ“ უაილდერს კარიერაში პირველი მარცხი აგემა და ჩემპიონის ქამარი ჩამოართვა.
უაილდერისა და ფიურის პირველი ბრძოლაში კი მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს.
„ჩვენ რევანშის უფლებით ვისარგებლებთ და ახლა მოლოდინში ვართ. მე მეომარი ვარ, ნამდვილი ჩემპიონი და ყოველთვის ასე ვიბრძვი. მატჩ-რევანში ამ ზაფხულს გაიმართება“, – ციტირებს უაილდერის სიტყვებს ESPN.