22 თებარვალს ლას ვეგასში ორი დაუმარცხებელი ჩემპიონის, დეონტეი უაილდერისა და ტაისონ ფიურის ორთაბრძოლა გაიმართება, რომელსაც კრივის სამყარო და გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან.
„პირველ ბრძოლაში მინდოდა, რომ მაყურებელს აუცილებლად ენახა ნოკაუტი, – ციტირებს დეონტეი უაილდერის სიტყვებს Boxing News.
– ახლა, როცა ფიურის ნოკაუტში ისევ გავუშვებ, მივიღებ იმ აღიარებას, რომელიც მრავალი წლის წინ დავიმსახურე.
არ დაახამხამოთ თვალები და წერტილი. ძალიან ყურადღებით იყავით მესამე რაუნდში. ფიური მეორე რაუნდს ახსენებს, მაგრამ ყურადღებით იყავით მესამე რაუნდში, ნოკაუტის შემდეგ ფიური რინგის მიღმა აღმოჩნდება.“