U21 | ნიდერლანდებისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები სტუმრად ნიდერლანდებს შეხვდება. მატჩი ქალაქ ვენლოში გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს 22:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.
გუშინ რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. საქართველოს ნაკრები ექვსი ტურის შემდეგ მოპოვებული 16 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. 13 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, რომელიც 10 სექტემბერს სტუმრად მოლდოვას დაუპირისპირდება, ჯგუფის ლიდერი კი 24 ქულით ნიდერლანდებია.
2025 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპიდან (მასპინძელი სლოვაკეთის გარდა) პირდაპირ ცხრა ჯგუფის გამარჯვებული და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოხვდება, ხოლო დარჩენილი ექვსი მეორეადგილოსანი დაწყვილდება და ორმატჩიან პლეი ოფში ბოლო სამ საგზურს გადაინაწილებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: დავით გოგოტიშვილი (თელავი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).