U21 I ესპანეთმა და უკრაინამ ფრე ითამაშეს - ორივე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ერთმანეთს ესპანეთისა და უკარინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებმა 7-7 ქულა დააგროვეს და ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური მოპოვეს. ესპანეთის ნაკრები ბურთების უკეთესი თანაფარდობით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
ფრედ დასრულდა ჯგუფის მეორე მატჩიც, რომელშიც ხორვატია მასპინძელ რუმინეთს შეხვდა (0:0). ორივე ნაკრებმა თითო-თითო ქულა დააგროვა და ტურნირს გამოეთიშა.