U21 I ესპანეთმა და უკრაინამ ფრე ითამაშეს – ორივე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT

00:55, 28.06.2023

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ერთმანეთს ესპანეთისა და უკარინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებმა 7-7 ქულა დააგროვეს და ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზური მოპოვეს. ესპანეთის ნაკრები ბურთების უკეთესი თანაფარდობით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

ფრედ დასრულდა ჯგუფის მეორე მატჩიც, რომელშიც ხორვატია მასპინძელ რუმინეთს შეხვდა (0:0). ორივე ნაკრებმა თითო-თითო ქულა დააგროვა და ტურნირს გამოეთიშა.

მსგავსი