U21 | გიორგი გოჩოლეიშვილი - გადაღლილი ვიყავი, მაგრამ ნაკრებში ეს მეორეხარისხოვანია #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა პორტუგალიასთან ევრო 2023-ის სასტარო შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის მიუხედავად, გუნდს სიამოვნებით შეუერთდა.
„ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა, რა თქმა უნდა, დაძაბული იყო. კარგი თამაში გამოვიდა, გუნდმა იბრძოლა და შედეგიც მივიღეთ – ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ. მადლობა ბიჭებს, ვინც ამ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა და ასევე ქომაგებს, რომლებმაც ასეთი კარგი გარემო შექმნეს.
შოტლანდიასთან თამაშისა და მგზავრობის შემდეგ გადაღლილი ვიყავი, მაგრამ როდესაც ნაკრების მაისურით თამაშობ, დაღლილობა მეორეხარისხოვანია“, – ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.
საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, პირველ სამ ქულასთან ერთად, A ჯგუფში ლიდერობა მოიპოვა. ჯგუფის მეორე შეხვედრა ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა. ევრო 2023-ის მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 24 ივნისს „დინამო არენაზე“ ბელგიასთან გამართავს.