U20 | უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის საზაფხულო სერიის დასნკვით მატჩში საფრანგეთთან დამარცხდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
U20 | უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის საზაფხულო სერიის დასნკვით მატჩში საფრანგეთთან დამარცხდნენ [ვიდეო] #1TVSPORT

6 ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების დასკვნით მატჩში უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

ფრანგებთან შეხვედრამდე ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სამი შეხვედრა ჩაატარა – იტალიასთან 19:36 წავაგეთ, უელსთან – 24:30, შოტლანდიასთან კი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და ბონუს ქულით, 55:17 გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმის პირველი 10 წუთი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. მე-8 წუთზე ალექსანდრე ქუნთელიამ მეტოქე დაალელოვა, გარდასხვაც ზუსტად შესრულდა და ანგარიში 7:0 გახდა. 23-ე წუთზე პეტრე ხუციშვილმა ჯარიმა გაიტანა და საქართველო ძლიერ მეტოქესთან 10:0 დაწინაურდა.

სამწუხაროდ, უპირატესობის შენარჩუნება ვერმ მოვახერხეთ, ფრანგებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 17:10.

მეორე ტაიმის პირველ ნახევარიდან ფრანგები მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ, მაგრამ უპირატესობა მაინც შეინარჩუნეს – ჯერ ჯარიმა გაიტანეს, შემდეგ ლელო დადეს და გარდასხვაც კარგად შეასრულეს. 47-ე წუთისთვის საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრები  27:10-ს იგებდა. 57-ე წუთზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ანგარიშის შემცირება მოახრხეს – ლელო (ციხისთავი), გარდასხვა (ხუციშვილი) და ანგარიში 27:17 გახდა.

თუმცა ჩვენმა ნაკრებმა მატჩი ვეღარ გადაარჩინა. მეორე ნახევრის ბოლოს ფრანგები კიდევ უფრო გაქტიურდნენ, ორ ლელოს ორი ზუტი გარდასხვა + ერთი ჯარიმაც შემატეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 44:17.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა

ხაზი: 15. საბა ლიპარტელიანი (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. იოანე მეტრეველი (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 2. ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), 4. ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. პაატა გალდავა (აია), 6. ლაშა ციხისთავი (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი);

მარქაფა: 16. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 17. გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო), 19. გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), 20. გიგი ქურხული (ვეფხვები); 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 23. გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 24. ბექა გელხვიძე (ლელო), 25. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 26. ვიტალი ირემაძე (ბათუმი).