U20 – საფრანგეთი 24:12 საქართველო
TBILISI, GEORGIA – MAY 19: Georgian U20 team stands for national anthem during international match between Georgia U20 and England Counties U20 at Avchala Rugby Stadium on May 19, 2018 in Tbilisi, Georgia. (Photo by Levan Verdzeuli/Getty Images)
ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 შეხვედრაში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში 24:12 დამარცხდნენ.
შეხვედრის პირველი ქულები მასპინძლებმა აიღეს. მე-9 წუთზე ანგარიში საჯარიმო დარტყმით კარბონელმა გახსნა. საქართველოს ნაკრებმა ლელო ორიოდ წუთში დადო. მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ბურთი ძელებს შორის ჯალაღონიამ დაამიწა და საქართველო წინ გაიყვანა 3:7. 24-ე წუთზე საპასუხო ლელო ლავომ დადო და ფრანგები კვლავ სამი ქულით დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა საქართველოს კიდევ ერთი ლელო დაუდეს (ვანსანი 40′). პირველი ტაიმი საფრანგეთმა 10 ქულიანი უპირატესობით 17:7 მოიგო.
მატჩის მეორე ნახევრის პირველ წუთებზე საფრანგეთის ოცწლამდელთა ნაკრები კიდევ უფრო გააქტიურდა, თუმცა ლელოს დადება 55-ე წუთამდე ვერ მოახერხა. 55-ე წუთზე სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ ბურთი ფლანგზე ეშევერმა მიიღო, ჭიჭინაძეს გასცდა და საკუთარ გუნდს გადამწვყეტი უპირატესობა მოუტანა – 24:7.
დაპირისპირების ბოლო ლელო ძაგნიძემ 68-ე წუთზე დადო. ფრანგებმა საკუთარი ოცდაორ მეტრიანი ზონიდან კონტრ იერიშის წამოღება დააპირეს, თუმცა ბურთი წინ დაუვარდათ. ალანიამ ბურთი მოკლე ბრთაზე დვალიშვილს მიაწოდა, რომელმაც კარგი ყოვნი გააკეთა და ძაგნიძე მეტოქის ლელოში შეუშვა – საბოლოო ანგარიში 24:12.
ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ირლანდიას, 7 ივნისს, 20:30 საათზე დაუპირისპირდებიან.