U20 მსოფლიო ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში საქართველო ირლანდიას დაუპირისპირდება
U20 მსოფლიო ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში საქართველო ირლანდიას დაუპირისპირდება

„მსოფლიო რაგბის“ ოცწლამდელთა ჩემპიონატის მე-3 შეხვედრაში, რომელიც ამავდროულად ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩია, „ბორჯღალოსნები“ ირლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

თამაშის მოგების შემთხვევაში ქართველი მორაგბეები საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.

ჯგფური ეტაპის დასრულების შემდეგ ნახევარფინალში სამი ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორე ადგილოსანი გადიან. მე-5/მე-8 ადგილებისთვის ორი მეორე ადგილოსანი და ორიც მესამე ადგილოსანი ითამაშებენ. ბოლო ოთხეულში კი სამივე ჯგუფის აუტსაიდერს ყველაზე სუსტი მესამე ადგილოსანი დაემატება.

ახალგაზრდა „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა საფრანგეთთან თამაშის შემდეგ შემადგენლობაში შვიდი ცვლილება გააკეთა.

ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება –

შერკინება: 1. გოგიჩაშვილი, 2. პაპიძე, 3. ჯაფარიძე, 4. საღინაძე (კ), 5. მაჩალაძე, 6. მამათავრიშვილი, 7. აბესაძე, 8. ჯალაღონია

უკანა ხაზი: 9. აფრასიძე, 10. აბჟანდაძე, 11. ძაგნიძე, 12. წიკლაური, 13. სვანიძე, 14. თაფლაძე, 15. მამუკაშვილი

მარქაფა: 16. ზამთარაძე, 17. ნუცუბიძე, 18. ხარაიშვილი, 19. ჯაიანი, 20. გიგოლაშვილი, 21. დვალიშვილი, 22. ლომიძე, 23. მარჯანიშვილი

შეხვედრა ხვალ, 20:30 საათზე დაიწყება.