U18 | უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჩეხეთის ნაკრები 76:0 დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT
U18 | უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჩეხეთის ნაკრები 76:0 დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდნენ.

ფავორიტი, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრები იყო, რომელმაც ეს სტატუსი 100 პროცენტით გაამართლა და ჩეხების გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით, 76:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ შარშან ტურნირი პანდემიის გამო ჩაიშალა. წელს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს კალინინგრადი მასპინძლობს. 2019 წელს საქართველო ევროპის ჩემპიონი სწორედ ამ ქალაქში გახდა.

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთი რუმინეთთან, რუსეთი ბელგიასთან, პორტუგალია ნიდერლანდებთან, ხოლო საქართველო ჩეხეთთან დაწყვილდა.

გამარჯვებული გუნდები თასის ნახევარფინალში 6 ოქტომბერს ითამაშებენ. უმცროსი ბორჯღალოსნები ნახევარფინალში ბელგიელ თანატოლებს შეხვდებიან. ამავე დღეს გაიმართება მე-5 ადგილის ნახევარფინალები.