U17 | ირაკლი ვეკუამ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პერუში მიმდინარე 17 წლამდელ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი ვეკუამ სამი ოქროს მედალი დაიმსახურა.
ვეკუამ ატაცში 146 / 149 / 151 კგ. დაძლია და, ოქროს მედალთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 187 / 196 / კგილოგრამს გაართვა თავი და კვლავ ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ირაკლი ვეკუა ოქროს დაეუფლა ორჭიდის ჯამშიც (347 კილოგრამი).
წარმატებულად იასპარეზა გივი დარსაველიძემაც, რომელმაც ატაცში 141 / 145 / 147 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.