მოლდოვა ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.
კონტინენტის 17-წლამდელთა პირველობაზე +102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუამ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.
ახალგზრდა ქართველმა ძალოსანმა 139 / 144 / 147 კილოგრამი დაძლია და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ამავე წონით კატეგორიაში ასპარეზობს გივი დარსაველიძეც, რომელმაც 133 / 137 კილოგრამი ასწია და მეოთხე ადგილი დაიკავა.