U17 | ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
U17 | ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT

მოლდოვა ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

კონტინენტის 17-წლამდელთა პირველობაზე +102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუამ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

ახალგზრდა ქართველმა ძალოსანმა 139 / 144 / 147 კილოგრამი დაძლია და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ამავე წონით კატეგორიაში ასპარეზობს გივი დარსაველიძეც, რომელმაც 133 / 137 კილოგრამი ასწია და მეოთხე ადგილი დაიკავა.