U17 | დანია დამარცხებულია - საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე შეხვედრაში დანიას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში გიორგი ჩიტაურის გუნდი პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობთ დაწინაურდა. ვახტანგ სალიას შეტევისას დანიელების მარცხენა მცველმა ვიქტორ გუსტაფსენმა ბურთის მოგერიება სცადა და საკუთარ კარში ჩაჭრა.
მეორე გოლიც სალიას აქტიური მონაწილეობით გავიდა. მეკარის გადაცემა ჩაჭრა, მცველს გასცდა და კარში დაარტყა, კიპერის მოგერიებული ბურთი კი ნიკოლოზ ელისაშვილი მიზანში გააგზავნა და შესვენებამდე საქართველოს ნაკრები 2:0 დაწინაურდა.
მეორე ნახევარში დანიელებმა სხვაობა ცენტრალური თავდამსხმელის, ნიკოლა ჰანსენის გოლით მოახერხეს, მაგრამ გიორგი ჩიტაურის გუნდმა უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვებით მეორე ადგილზე დაწინაურება შეძლო.
U17. ჯგუფი 1.
საქართველო 2:1 დანია
რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი-ქუთაისი
გოლები: 1:0 ვიქტორ გუსტაფსენი (35. ავტოგოლი), 2:0 ნიკოლოზ ელისაშვილი (45+2), 2:1 ნიკოლა ჰანსენი (56)
გიორგი ჩიტაურის გუნდმა ორი ტურის შემდეგ მეორე ადგილზე დაწინაურება მოახერხა. 17-წლამდე ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს 17 ოქტომბერს, ლიეტუვას 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს ავსტრიასთან 1:0 დამარცხდა. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.
1 ჯგუფი
1 ავსტრია 2 6
2 საქართველო 2 3
3 დანია 2 3
4 ლიეტუვა 2 0