ტყის ხანძრების გამო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

11:46, 24.07.2026

ტყის ხანძრების გამო ესპანეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მედიის ცნობით, ესპანეთის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხანძრის კერები მადრიდისა და მეზობელ პროვინცია ავილაში გავრცელდა.

ამასთან, სტიქიის გამო საჭირო გახდა 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, მადრიდის რეგიონულმა მთავრობამ დახმარება მოითხოვა და სიტუაცია „უკიდურესად მძიმე“ შეაფასა.
ქვეყნის  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხანძრის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა აფერხებს.

როგორც „როიტერი“ წერს, ესპანეთში წელს 100 000 ჰექტარზე მეტი დაიწვა. სტიქიას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი