ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. გაფიცვის მიზეზი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან.

მეშახტეების თქმით, ეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას იწვევს, რადგან მათ გადაადგილება მიწის ქვემოთ სავენტილაციო გვირაბით მოუწევთ.