ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო მარსელში დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის ცხრა მეხანძრეა

22:11, 08.07.2025

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო მარსელში 13 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

დაშავებულებს შორის ცხრა მეხანძრეა.

ტყის ხანძარმა ამ დრომდე 700 ჰექტარი მოიცვა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია 165-ზე მეტი მეხანძრე.

დაზიანებულია 10-ზე მეტი შენობა. დახურულია მარსელის აეროპორტი. შეჩერებულია მატარებლების მიმოსვლაც. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება მათი მუშაობა.

ცნობისთვის, ტყის ხანძარი მარსელის ჩრდილოეთით, ქალაქ ლე-პენ-მირაბოსთან ახლოს გაჩნდა, ძლიერი ქარის გამო კი სწრაფად გავრცელდა.

მსგავსი