პრესტიჟულმა ამერიკულმა ინტერნეტგამოცემა „სპორტინგ ნიუსმა“ (Sporting News) ათწლეულის საუკეთესო მოკრივის გარკვევა განიზრახა და კანდიდატებიც შეარჩია. სიაში ხუთი მოკრივე მოხვდა –
ვლადიმირ კლიჩკო (11-2, 7KO)
ანდრე უორდი (11-0, 3KO)
ფლოიდ მეივეზერი (10-0, 2KO)
საულ ალვარესი (22-1-1, 13KO)
გენადი გოლოვკინი (20-1-1, 19KO)
ასევე, რედაქციამ გამოარჩია ენტონი ჯოშუა, ტერენს კროუფორდი, დეონტეი უაილდერი და ვასილი ლომაჩენკო, თუმცა დააზუსტა, რომ მათ ჯერ არ მიუღწევიათ იმ დონისთვის, რომ ათწლეულის მოკრივის სტატუსზე პრეტენზია გამოაცხადონ.