თვითმხილველების თქმით, რუსთაველზე მდებარე სახაჭაპურეზე თავდამსხმელს სამედიცინო ნიღაბი ეკეთა და შეიარაღებული არ ყოფილა
თვითმხილველების თქმით, რუსთაველზე მდებარე სახაჭაპურეზე თავდამსხმელს სამედიცინო ნიღაბი ეკეთა და შეიარაღებული არ ყოფილა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე „სახაჭაპურე N1“-ის სწრაფი კვების ობიექტში, რომელიც რესტორნიდან დაახლოებით 30 მეტრში მდებარეობს, ერთი პირი შეიჭრა. მას სამედიცინო ნიღაბი ეკეთა. ამის შესახებ პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს.

კვების ობიექტის დირექტორი წაღებული თანხის ოდენობას არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მისი ზარალი დიდი არ არის. რესტორნის თანამშრომლების თქმით, თავდამსხმელი შეიარაღებული არ ყოფილა.

შსს-ს პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.