თვითმხილველების თქმით, ქინძმარაულის შესახვევში „საქართველოს ბანკს“ ორი შეიარაღებული პირი დაესხა თავს 
თვითმხილველების თქმით, ქინძმარაულის შესახვევში „საქართველოს ბანკს“ ორი შეიარაღებული პირი დაესხა თავს 

თბილისში, ქინძმარაულის შესახვევში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალი ორმა შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა. ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაახლოებით ერთი საათის წინ, ყაჩაღებმა ბანკიდან თანხა წაიღეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.