თვითმხილველები აცხადებენ, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელებმა ადგილიდან მანქანები გადაიყვანეს
თბილისში ცოტა ხნის წინ პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაცია კონიაკის დასახლების ტერიტორიაზე ჩატარდა.
საქართველოს პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ხმაური არ გაუგონიათ. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, მათ ადგილიდან ევაკუატორების მეშვეობით მანქანები გადაიყვანეს. თვითმხილველებს არ აქვთ ინფორმაცია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს სპეცოპერაცია.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, პირები სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. ადგილზე ჩხრეკა, სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.