თვითმხილველები აცხადებენ, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელებმა ადგილიდან მანქანები გადაიყვანეს

23:20, 18.10.2019

თბილისში ცოტა ხნის წინ პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაცია კონიაკის დასახლების ტერიტორიაზე ჩატარდა.

საქართველოს პირველ არხს ​თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ხმაური არ გაუგონიათ. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, მათ ადგილიდან ევაკუატორების მეშვეობით მანქანები გადაიყვანეს. თვითმხილველებს არ აქვთ ინფორმაცია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს სპეცოპერაცია.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, პირები სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს. ადგილზე ჩხრეკა, სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.

მსგავსი