თვის საუკეთესო მოთამაშე – „ლივერპულში“ სალაჰი გამოარჩიეს #1TVSPORT
„ლივერპულის“ საუკეთესო მოთამაშე აგვისტოს თვეში მოჰამედ სალაჰია, – იუწყება მერსისაიდელების პრესსამსახური.
გასულ თვეში 29 წლის თავდამსხმელმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი ბურთი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
12 სექტემბერს ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში „ლივერპული“ „ლიდსს“ დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა. ერთ-ერთი გოლის ავტორი სწორედ მოჰამედ სალაჰი გახლდათ, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში თავისი მე-100, საიუბილეო ბურთი გაიტანა.
“To score 100 goals in the Premier League as a winger is something I am happy and I am proud of. Hopefully I can keep going like that.”@MoSalah reflects on being named the @StanChart Player of the Month for August 🙌
— Liverpool FC (@LFC) September 15, 2021