„ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნის ფაქტზე ბრალდებულს, ასევე მოქალაქის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
„ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნის ფაქტზე ბრალდებულს, ასევე მოქალაქის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ​„ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნის ფაქტზე ბრალდებულ პირს და ასევე, მოქალაქის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ორივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით, მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა.

დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ საქმეში ბრალდებულების მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

გამოძიება ერთ-ერთ დაკავებულს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. კიდევ ერთი პირს კი, ბრალდება ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვისა და აზრის გამო დევნასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის აქვს წარდგენილი.

დატოვე კომენტარი