თუშიშვილმა პირველი, ლიპარტელიანმა კი მეორე შეხვედრა მოიგო 
თუშიშვილმა პირველი, ლიპარტელიანმა კი მეორე შეხვედრა მოიგო 

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, დასკვნით დღეს ტატამზე ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოდის.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი პირველ შეხვედრაში რუმინელ მეტოქეს შეხვდა და სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

მეორე შეხვედრა მოიგო ვარლამ ლიპარტელიანმაც და მეოთხედფინალში გავიდა.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, პლატფორმა 1tv.ge და არხი „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.