თუშიშვილი, ბუღაძე და სულამანიძე თელ-ავივის გრანდ სლემის ნახევარფინალში იასპარეზებენ - სანებლიძე მეოთხედფინალშია #1TVSPORT
თუშიშვილი, ბუღაძე და სულამანიძე თელ-ავივის გრანდ სლემის ნახევარფინალში იასპარეზებენ - სანებლიძე მეოთხედფინალშია #1TVSPORT

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც ოთხი მათგანი მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

-100 კგ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვყავს: ილია სულამანიძე და ონისე სანებლიძე.

ონისე სანებლიძემ პირველი შეხვედრა ამერიკელ სმიტთან რამდენი წამში მოიგო და მეოთხედფინალშია.

 

მეორე ქართველმა 100კგ-ში, ილია სულამანიძემ 1/4-ფინალში რუმინელი სერბანი დაამარცხა და ნახევარფინალში იჭიდავებს. ილია სულამანიძე საკუთარ წონაში შეჯიბრის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

 

თელ-ავივის გრანდ სლემზე დღეს ორი მძიმეწონოსანი ქართველი ასპარეზობს და ორივე მათგანს – გურამ თუშიშვილს და ონისე ბუღაძეს ნახევარფინალში ვიხილავთ.

ონისე ბუღაძემ 1/4-ფინალში უკრაინელ ხამოს სძლია.

 

გურამ თუშიშვილმა მონღოლი ერდენეკჰუ დაამარცხა.

 

ბუღაძე ბრაზილიელ რაფაელ სილვას შეხვდება, თუშიშვილი კი ტაჯიკ რახიმოვს.

სამწუხაროდ, ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ უშანგი მარგიანი (90კგ) და სოფიო სომხიშვილი. დღევანდელი დაპირისპირებების წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30-ზე დაიწყო,ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.