თურქულმა ლირამ აშშ დოლართან მიმართებაში ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია

14:01, 14.12.2023

თურქულმა ლირამ აშშ დოლართან მიმართებაში ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

თურქული მედიის ინფორმაციით, 14 დეკემბერს დოლარის კურსმა ლირის მიმართ ახალი რეკორდი მოხსნა და 29.05-მდე გაიზარდა.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თურქეთში დოლარი ლირასთან მიმართებაში 23 პროცენტზე მეტით გამყარდა.

წლის დასაწყისიდან დოლართან მიმართებაში ლირამ ღირებულების 35.6 პროცენტი დაკარგა.

მსგავსი