„ბიბისი“ – თურქული ტელეარხის, Halk TV-ის დაფუძნებული აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი საინფორმაციო არხი გაანადგურა
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი საინფორმაციო არხი გაანადგურა, – ამის შესახებ თურქული ტელეარხის, Halk TV-ის დამფუძნებელმა, ქაფერ მაჰიროღლუმ „ბიბისის“ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ კვირაში Halk TV-სთან დაკავშირებული ცხრა ადამიანი დააკავეს ფულის გათეთრების, მოსყიდვისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებებით.
მაჰიროღლუმ განაცხადა, რომ გასულ თვეში ტელევიზია მთავრობის კონტროლის ქვეშ მოექცა, რა დროსაც ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს, მათ შორის მისი ოჯახის წევრებიც.
მისივე თქმით, Halk TV-ის წინააღმდეგ ბრალდებები, როგორიცაა ფულის სანაცვლოდ „ყალბი რეპორტაჟების“ გავრცელება „სრულიად არასწორია“ და სიმართლეს არ შეესაბამება.
მაჰიროღლუმ „ბიბისის“ ასევე განუცხადა, რომ თურქეთში დაბრუნებას თუ შეეცდება, შესაძლოა, ის დააკავონ.
„მთავრობას სურს მთელი მედიის კონტროლი. მე უფრო ჩემი ქვეყანა და ჩემი დემოკრატია მაშფოთებს, ვიდრე ჩემი არხი“, – აღნიშნა მაჰიროღლუმ.
ცნობისთვის, 14 ოქტომბერს თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ტელეარხ Halk TV-ის ოფისში რეიდი ჩაატარა, რა დროსაც რამდენიმე პირი დააკავეს. არხის დროებით მმართველად კი, როგორც „ბიბისი“ წერს, თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი დაინიშნა.