თურქული მხარის ინფორმაციით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა, თავდასხმა განხორციელდა
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა, თავდასხმა განხორციელდა.
ინფორმაციას თურქეთის საზღვაო საქმეთა გენერალური დირექტორატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეკიპაჟის 13 წევრი უვნებელია.
როგორც თურქეთის საზღვაო საქმეთა დირექტორატმა X-ზე დაწერა, გემს, რომლის სახელწოდებაა MIDVOLGA-2, თურქეთის სანაპიროდან 130 კმ-ის მოშორებით დაესხნენ თავს. მათივე ცნობით, თავდასხმაში „კამიკაძე დრონი“ იყო ჩართული.
თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თურქეთის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „საჭირო შეტყობინებები გადაეცა შესაბამის მხარეებს, მათ შორის უკრაინის ხელისუფლებას, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია“.
თავდასხმის შემდეგ გემმა უმნიშვნელო დაზიანება მიიღო და თურქეთისკენ გაბრუნდა.
🚨MIDVOLGA-2 tankeri, Rusya’dan Gürcistan’a ayçiçek yağı yüklü olarak seyrederken kıyılarımızdan 80 mil açıkta saldırıya uğradığını bildirmiştir. Halihazırda 13 personelinde olumsuz durum olmayan geminin yardım talebi yoktur. Gemi, makineleri ile Sinop’a doğru seyir etmektedir. pic.twitter.com/Ov9tEeswEk
— DENİZCİLİK GENEL MÜDÜRLÜĞÜ (@denizcilikgm) December 2, 2025