მედიის ცნობით, დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობებს, რომ მზად არის, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ორგანიზება გაუწიოს
მედიის ცნობით, დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობებს, რომ მზად არის, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ორგანიზება გაუწიოს

თურქული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ერდოღანთან 5 აგვისტოს, სოჭში გამართულ შეხვედრაზე მინიშნება გააკეთა, რომ მზად არის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის.

მათივე ცნობით, სწორედ ამიტომ, დღეს ლვოვში ვიზიტისას რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობებს, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან ორგანიზება გაუწიოს.

მედია, დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ პირველ რიგში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ომის ე.წ. გზამკვლევი უნდა განსაზღვრონ, რის შემდეგაც უკვე დელეგაციები დაიწყებენ მუშაობას ამ საგზაო რუკის განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა უკვე ოთხჯერ შესთავაზა, თუმცა მოსკოვიდან უარი იყო.

დღეს ლვოვში სამმხრივი შეხვედრა გაიმართება უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებსა და გაერო-ს გენერალურ მდივანს შორის.