თურქული მედია – ტრაბზონთან ახლოს უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და აფეთქდა, სავარაუდოდ, დრონი უკრაინული იყო
თურქეთში, ქალაქ ტრაბზონთან ახლოს დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, დრონი უკრაინული იყო.
მედიის ცნობით, ინციდენტი პირველ ივლისს ტრაბზონის დასავლეთით მდებარე აჩიკალანის მუნიციპალიტეტში მოხდა. დრონი ხეს შეეჯახა და აფეთქდა, რის შედეგადაც ნამსხვრევები გზაზე დაცვივდა.
ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ და ნამსხვრევები ექსერტიზისთვის შეაგროვეს. როგორც თურქული მედია წერს, დრონს, შესაძლოა, დაახლოებით 5 კგ ასაფეთქებელ ნივთიერება გადაჰქონდა.
მედიის ცნობით, დრონი, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, თუმცა საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად დაწყებულია გამოძიება. მათივე ცნობით, ეს ინფორმაცია თუ დადასტურდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინული დრონი თურქეთში ჩამოვარდა.