თურქული მედია - აშშ-მა სირიის ნავთობით მდიდარ დეირ ელ-ზორის პროვინციაში ორი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო
თურქული მედია - აშშ-მა სირიის ნავთობით მდიდარ დეირ ელ-ზორის პროვინციაში ორი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო

აშშ-მა სირიის ნავთობით მდიდარ დეირ ელ-ზორის პროვინციაში ორი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონმა რეგიონში დამატებით 300 სამხედრო მოსამსახურე, დაჯავშნული ავტომობილები, მძიმე შეიარაღება და საბრძოლო მასალები გაგზავნა. ახალი სამხედრო ბაზები ელ-სურის რეგიონის მახლობლად შენდება.

სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების შემდეგ, აშშ-ის სამხედროებმა სასაზღვრო ზონაში პატრულირება განაახლეს. ქურთი სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ თურქეთმა სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. 22 ოქტომბერს, თურქეთ-რუსეთის შეთანხმებით, ოპერაცია შეჩერდა.