თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა
თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა

თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა – ერთი დოლარი 17.2 ლირა ღირს. დასავლური მედია წერს, რომ ლირის გაუფასურება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაბალი საპროცენტო განაკვეთების ეკონომიკურ პოლიტიკას და მზარდ ინფლაციას უკავშირდება.

17 დეკემბერს ვაჭრობის დასრულების დროს დოლარის ყიდვა 16.4 ლირად იყო შესაძლებელი. თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ მიმდინარე წელს ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა.

როგორც მედია წერს, 19 დეკემბერს ერდოღანმა თავისი ეკონომიკური პოლიტიკა დაიცვა და განაცხადა, რომ ვალუტის კურსების ცვალებადობა ქვეყნის ეკონომიკაზე თავდასხმად უნდა განიხილებოდეს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებელი ერთნიშნა ციფრებზე დაბრუნდება. ამჟამად თურქეთში ინფლაცია 21 პროცენტს აჭარბებს.