თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა, ერთი დოლარი 15 ლირა ღირს
თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა, ერთი დოლარი 15 ლირა ღირს

თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა – ერთი დოლარი 15 ლირა ღირს. „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთის შემცირებას კიდევ ერთხელ გეგმავს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ახალ ეკონომიკურ პროგრამას შეესაბამება.

მიმდინარე წელს ლირასთან მიმართებაში დოლარის ღირებულება გაორმაგდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია გაიზარდა 21 პროცენტამდე, თურქეთის ცენტრალური ბანკი სავარაუდოდ შეამცირებს საბაზისო განაკვეთს 100 საბაზისო პუნქტით, 14 პროცენტამდე.

მედია წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტი ექსპორტზე და დაკრედიტებაზე აკეთებს აქცენტს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტები და ოპოზიციონერ დეპუტატები ამ პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ.

ცენტრალური ბანკის განცხადებით, რომელიც მიზნად ისახავს ხუთპროცენტიან ინფლაციას, ინფლაციის ზეწოლა დროებითია და აუცილებელია ეკონომიკური ზრდის გაფართოებისა და მიმდინარე ანგარიშის დასაბალანსებლად.

დატოვე კომენტარი