თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით ერთი პროცენტით გაუფასურდა
თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით ერთი პროცენტით გაუფასურდა

თურქეთის ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა.

„როიტერის“ ცნობით, თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით ერთი პროცენტით გაუფასურდა. 26 აგვისტოს, დილით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 5,81 ლირა შეადგინა.

როგორც „როიტერი“ წერს, თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო ომია, რომელიც ბოლო დღეებში უფრო გამძაფრდა.

23 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ჩინური პროდუქციაზე ახალი ტარიფების დაწესება დააანონსა, რამაც აზიურ ფინანსურ ბაზრებზე ინდექსების დაცემა გამოიწვია.