თურქული გამოცემა - „სპარტაკი“ თანახმაა, ანანიძე „დენიზლიში“ იჯარით გაუშვას
თურქული გამოცემა - „სპარტაკი“ თანახმაა, ანანიძე „დენიზლიში“ იჯარით გაუშვას
ჯანო ანანიძე თურქეთში ითამაშებს – ინფორმაციას, რომელიც მცირე ხნის წინ ვარაუდის სახით გავრცელდა, თურქული გამოცემა „აკსამი“ უკვე მტკიცებით ფორმაში ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, „დენიზლისპორში“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ტრანსფერი გადაწყვეტილია და მოსკოვის „სპარტაკი“ ჯანო ანანიძის თურქულ კლუბში იჯარით გაშვებას დათანხმდა.
„აკსამის“ ვერსიით, ჯანო ანანიძე გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს, მოსკოვური კლუბი კი თავდანვე აცხადებდა, რომ ანანიძეს ხელფასში სხვაობას დაუფარავდა.
„დენიზლი“ თურქულ სუპერლიგაში მე-11 ადგილზეა. ჯანოანანიძის ეს სურვილი გამოწვეული იმით, რომ სურს საქართველოს ნაკრებს 26 მარტს დანიშნულ ერთა ლიგის ნახევარინალში ბელარუსთან დაეხმაროს.