„ცუდი ამბავია „ტრაბზონისთვის“, რომელსაც გიორგი ჩაკვეტაძის გადაყვანა სურს“ – ინფორმაციას თურქული გამოცემა „ფანატიკი“ ავრცელებს და ამტკიცებს, რომ 20 წლის ქართველი ფეხბურთელის გადაბირება უფრო მდიდარ ევროპულ გუნდებს სურთ.
„გარდა „ტრაბზონსპორისა“, „გენტის“ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ევროპის მრავალი გუნდი იჩენს. აღმოჩნდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძით ასევე დაინტერესდნენ ინგლისის „ვესტ ჰემ იუნაიტედი“, იტალიური „რომა“ და ფრანგული „ბორდო“. ჩაკვეტაძე საქართველოში ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა მოთამაშედ ითვლება, ბელგიურ კლუბ „გენტთან“ მას სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს“ – წერს გამოცემა.
თურქული გამოცემის ცნობით, 20 წლის შემტევი ნახევარმცველის დამატება „რომას“ კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად სჭირდება: „ცნობილი გახდა, რომ „გენტის“ ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და ამის გამო, ნიჭიერი მოთამაშის სატრანსფერო ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა – დააახლოებით, 5-6 მილიონ ევრომდე. „რომა“ ჩაკვეტაძეს ჰენრიხ მხითარიანის შემცვლელად განიხილავს, რომლის ტრანსფერიც „არსენალს“ ეკუთვნის და იტალიურ კლუბში იჯარის ვადა უმთავრდება“.