თურქული გამოცემა - „ბეშიქთაში“ ზურიკო დავითაშვილის შეძენით დაინტერესდა #1TVSPORT
„ბეშიქთაში“ „სენტ-ეტიენის“ 24 წლის ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერითაა დაინტერესებული და სეზონის ბოლოს მის შეძენას შეეცდება – ინფორმაციას თურქული გამოცემა Takvim-ი ავრცელებს.
„„ბეშიქთაშის“ სატრანსფერო სიაში მოულოდნელი სახელი გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდი ზურიკო დავითაშვილის შეძენითაა დაინტერესებული, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ის „სენტ-ეტიენში“ თამაშობს.
„შავ-თეთრები“ ყურადღებით აკვირდებიან ვარსკვლავს ფრანგული გუნდიდან, რომელიც გასავარდნ ზონაშია.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც ყურადღება ტექნიკური თამაშით მიიპყრო, მიმდინარე სეზონში ფრანგული გუნდის მაისურით 30 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ამჟამინდელი მონაცემებით, დავითაშვილს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევროა. ნიჭიერმა გარემარბმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 45 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა“, – წერს თურქული გამოცემა.