თურქული გამოცემა – „ბეშიქთაში“ დავითაშვილის ტრანსფერში „სენტ-ეტიენს“ 20 მილიონ ევროს სთავაზობს #1TVSPORT
„ბეშიქთაში“ ითვალისწინებს „სენტ-ეტიენის“ მოთხოვნებს და მზადაა, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერში ფრანგულ კლუბს გაუმჯობესებული პირობები შესთავაზოს – ინფორმაციას გამოცემა Habertürk-ი ავრცელებს.
„ზურიკო დავითაშვილის გადასაბირებლად „ბეშიქთაშმა“ ძალისხმევა გააძლიერა. წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანგულმა კლუბმა ყველა შეთავაზება უარყო, ახლა კი „ბეშიქთაშის“ პრეზიდენტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის განკუთვნილი თანხის გაზრდას აპირებს.
თურქული კლუბის ხელმძღვანელობა ცდილობს, „სენტ-ეტიენის“ საფრანგეთის ლიგა 2-ში დარჩენა თავის უპირატესობად გადააქციოს. შესათავაზებელი თანხა კი დაახლოებით 20 მილიონ ევრომდე გაზარდოს“, – ამტკიცებს გამოცემა Habertürk.