თურქმენეთის პრეზიდენტი – ბიზნესს შეუძლია, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის გაძლიერებაში, დაინტერესებული ვართ საქართველოს განვითარების კუთხით გამოცდილების გაზიარებით

18:35, 16.07.2026

ბიზნესს შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში ლოგისტიკური, ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის, ტერმინალების განვითარების მიმართულებით. ჩვენი აქცენტი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა, არამედ კერძო სექტორები აქტიურად იყვნენ ჩართული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, – ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და თურქმენეთს, ასევე ბიზნესსუბიექტებს შორის დიალოგი სისტემატური, რეგულარული უნდა იყოს.

„დღევანდელი ფორუმი მოგვცემს საშუალებას, გავიაზროთ არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო მიმართულებით. მინდა, რამდენიმე სიტყვით შევეხო იმ შესაძლებლობებს, რაც ეკონომიკურ განვითარებას ეხება. პროგრამა იქნა დამტკიცებული, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ქვეყანაში მშპ რჩება 6,3%-ის ნიშნულზე. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა პრიორიტეტად მიიჩნევს დივერსიფიკაციას, მოდერნიზაციას სოფლის მეურნეობის სფეროში, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და აქტიურ მხარდაჭერას მცირე და საშუალო საწარმოების მიმართ. 41 მილიარდ მანეთზე მეტი კაპიტალური ინვესტიციები განხორციელდა, ეს არის 12 მილიარდი დოლარი, რომელიც განაწილდება პროგრამის განხორციელებაში. ეს არის გრძელვადიანი და ფართომასშტაბიანი ეკონომიკური განვითარების პროგრამა.

ჩვენი მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამა მოგვცემს საშუალებას, განვახორციელოთ ეკონომიკური პროგრამები, თანხები მივმართოთ მშენებლობის, ინდუსტრიული მიმართულებით. ამავდროულად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქცენტი გაკეთდება, 77% არის გამოყოფილი სოციალური დარგის მიმართულებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეწარმეობას, მის განვითარებას, კერძო სექტორის დაცვას. მშპ-ის წილი იქნება 73%.

ჩვენი ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტია, კიდევ უფრო გაძლიერდეს ენერგეტიკის დარგის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თურქმენეთის ენერგოსტრატეგია მოდერნიზაციაზეა გათვლილი. აქცენტი გვაქვს ნედლეულის გადამუშავებაზე, ბუნებრივი რესურსების ათვისებაზე, სრული პოტენციალის გამოყენებაზე, რათა ჩვენი ქვეყანა აღქმული იქნეს მსოფლიოში მეოთხე ბუნებრივი რესურსების წყაროდ, გაიხსნას ახალი საწარმოები როგორც თერმული, ასევე სხვა მიმართულებით.

კასპიის ზღვის ჰიდრონახშირბადის, ამ რესურსის გამოყენება ჩვენთვის პრიორიტეტია. უცხოურ ნავთობისა და გაზის კომპანიებთან სტრატეგიული პარტნიორობა ზუსტად ამ მიმართულებით არის, რათა ჩვენი ენერგეტიკის დარგი განვითარდეს, ახალი წარმოების საშუალება გამოყენებული იქნეს ჰიდრონახშირბადის მიმართულებით, თხევადი პეტროლიუმის პროდუქცია იქნას წარმოებული და ექსპორტირებული აზიიდან ევროპაში. ამავდროულად, ძლიერი აქცენტი კეთდება ქიმიურ მრეწველობაზე. ჩვენ ვაშენებთ ცენტრალური აზიის უმსხვილეს საწარმოებს, რათა მინერალური საწვავები და აგრარული პროდუქციის სასუქები იქნეს შექმნილი და გამოყენებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის. ჩვენი პროდუქციის დივერსიფიკაცია მოხდება კერძო სექტორში, რათა ძლიერი იყოს წარმოება სამშენებლო მასალის, მეტალისა და პლასტმასის, მისი გამოყენება მოხდეს სამშენებლო სექტორში. ეს იქნება არა მარტო ადგილობრივი ბაზრის მოხმარებისთვის, არამედ საექსპორტო ბაზრებისთვის. სწორედ ამიტომ კეთდება აქცენტი ხარისხზე.

დღეს თურქმენეთის ტექსტილის მიმართულება და დარგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადგილობრივი ნედლეულით ხდება სამოსის შექმნა. თურქმენეთი 133 მეტრ ტონას უშვებს წელიწადში, რაც ჩვენი წარმოების 80%-ია, რომელიც გადის ექსპორტზე. მხოლოდ 20% რჩება ადგილობრივი მოხმარებისთვის. ეს დარგი გვაძლევს საშუალებას, კერძო სექტორის გამოყენებით, მისი განვითარების პოტენციალზე ვიფიქროთ. ასევე ვფიქრობთ სურსათის წარმოებაზე. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ხილი და ბოსტნეული, მისი ექსპორტი და ადგილობრივი მოხმარება. წამყვანი მიმწოდებელი ვართ პომიდვრის, 200 ათასზე მეტი ტონა გადის ჩვენი ქვეყნიდან.

ძვირფასო მონაწილეებო, ვიღებ ამ შესაძლებლობას და ვიყენებ შანსს, რომ მივმართო როგორც თურქმენეთიდან, ასევე საქართველოდან ბიზნესსაზოგადოებას, რათა არსებული მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო განვავითაროთ, გავზარდოთ და ბიზნესპარტნიორობები ჩამოვაყალიბოთ. მზარდი ტენდენცია, რაც ბოლო თვეებში ფიქსირდება, ჩვენს ქვეყნებს აძლევს საშუალებას, 260 მილიარდი დოლარი აითვისონ. ეს იყო გასული წლის მაჩვენებელი. ნათლად ვხედავთ, რომ არსებული პოტენციალის ათვისება მზარდად ხდება. დარწმუნებული ვარ, დღეს ახალი პარტნიორობები ჩამოყალიბდება. ბიზნესს შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში ლოგისტიკური, ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის, ტერმინალების განვითარების მიმართულებით. ჩვენი აქცენტი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა, არამედ კერძო სექტორები აქტიურად იყვნენ ჩართული ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და სხვა მიმართულებით.

დღეს საუბარი გვაქვს თურქმენული ტერმინალის არსებობაზე საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, რათა ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდეს, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობა წარმატებით განვითარდეს. ბიზნესსაზოგადოების როლი ამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ხდება და ამით ისარგებლებს ორივე ქვეყანა. სწორედ ამ ფუნდამენტს ეფუძნება ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა.

დარწმუნებული ვარ, ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობა, პარტნიორობა უახლესი ტექნოლოგიების მიმართულებითაც განვითარდება. ჩვენი პრიორიტეტი იქნება აგრარული-ინდუსტრიული მიმართულებაც. დარწმუნებული ვარ, მეწარმეებისა და მრეწველების პარტნიორობა თურქმენეთსა და საქართველოს შორის იქნება სასარგებლო ორივე მხარისთვის. ეს გამოიხატება პროექტებში, გეგმებში, ინიციატივებში, რომლებიც აგრარული და სხვა სექტორების განვითარებას მოხმარდება. თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს განვითარების კუთხით გამოცდილების გაზიარებით, რომ ჩვენც გამოვიყენოთ მსგავსი ცოდნა. გვინდა, ჩვენთანაც არსებობდეს მსხვილი ტურისტული ცენტრები. 2025 წელს გქონდათ შესანიშნავი მაჩვენებლები ამ მიმართულებით და ვცდილობთ, ჩვენც გავიმეოროთ, არსებითი დიალოგი წარმოებდეს ჩვენს ქვეყნებს, ბიზნესსუბიექტებს შორის. ჩვენს ქვეყნებსა და ბიზნესებს შორის დიალოგი სისტემატური, რეგულარული უნდა იყოს. მინდა, გისურვოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა და აზრების, გამოცდილების, ცოდნის პროდუქტიული გაცვლა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ“, – განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით. 

მსგავსი