თურქი პენსიონერები საარჩევნოდ 244 დოლარით დასაჩუქრდებიან
Turkish Prime Minister and Vice Chairman of Turkey's ruling Justice and Development (AK) Party Binali Yildirim gestures as he delivers a speech during an AK party parliamentary group meeting at the Grand National Assembly of Turkey (TBMM) in Ankara on March 27, 2018. / AFP PHOTO / ADEM ALTAN (Photo credit should read ADEM ALTAN/AFP/Getty Images)
თურქი პენსიონერები წინასაარჩევნოდ მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. როგორც თურქეთის პრემიერ- მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, 24 ივნისს დანიშნულ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, ფინანსურ დახმარებას თურქეთის მოსახლეობის 15 პროცენტი მიიღებს.
როგორც Politico იუწყება, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და მმართველი პარტია წინასაარჩვენოდ 12 მილიონ პენსიონერს საჩუქრად 244 დოლარის ღირებულების ვაუჩერს ორჯერ გადასცემენ. ეს თურქეთის ბიუჯეტს დაახლოებით 55,9 მილიონი დოლარი დაუჯდება.
გარდა ამისა, მთავრობა ხანდაზმულ მოქალაქეებს საბანკო დავალიანების ჩამოწერას, გადასახადებისა და სოციალური სადაზღვევო პაკეტის ფარგლებში გახარჯული თანხების რესტრუქტურიზაციას დაპირდა.
ერდოღანის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ თურქეთის პრეზიდენტი ამ გზით ამომრჩევლების მოსყიდვას ცდილობს.
ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 24 ივნისს უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ რეჯეფ ტაიპ ერდოღანი გაიმარჯვებს, ის იქნება თურქეთის პირველი ლიდერი, რომელსაც შარშან გამართული რეფერენდუმის შემდეგ, უფლებამოსილება გაეზრდება.