თურქეთში წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

10:29, 21.07.2019

თურქეთში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენ თურქი“ ავრცელებს. სამაუწყებლო კომპანიის ცნობით, ასევე დაკარგულია ექვსი ადამიანი.

სტიქიამ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე დუზჯეს პროვინცია დააზარალა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, ასევე დაზიანებულია ავტომობილები და ავტომაგისტრალები.

დატბორილი ზონიდან ევაკუირებულია ათობით ადამიანი. სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

მსგავსი