თურქეთში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედროების რიცხვი 11-მდე გაიზარდა
თურქეთში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედროების რიცხვი 11-მდე გაიზარდა

თურქეთში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპული სამხედროების რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთა შორის ერთი მაღალი რანგის ოფიცერია, კიდევ ორმა ჯარისკაცმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილი მოინახულეს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა, გენშტაბის უფროსმა, ყასარ გულერმა და სახმელეთო ძალების მეთაურმა, უმით დუნდარმა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთით, ბითლისის პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი შესაძლოა, ცუდი ამინდი იყოს.