თურქეთში, ვანის პროვინციაში კიდევ ერთი ზვავი ჩამოწვა, არის მსხვერპლი
თურქეთში, ვანის პროვინციაში კიდევ ერთი ზვავი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 23 ადამიანია გარდაცვლილი. მათგან რვა სამართალდამცველი, სამი უსაფრთხოების დაცვის წარმომადგენელი, სამი მაშველი და ცხრა სამოქალაქო პირია.
დღეს ზვავი ბაჰჩესარაის რაიონში, ბაჰჩესარაი-ვანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ჩამოწვა. ზვავმა მიკროავტობუსი და თოვლსაწმენდი მანქანა მოიყოლა. შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა.
სამაშველო ოპერაციაში 400-მდე ადამიანი ჩაერთო. მეორედ ჩამოწოლილმა ზვავმა 50-მდე მათგანი მოიყოლა. ამ დროისთვის თოვლიდან 30-მდე ადამიანი ამოიყვანეს.