თურქეთში უქმე დღეებში კომენდანტის საათი უქმდება
თურქეთში უქმე დღეებში კომენდანტის საათი უქმდება

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მოსალოდნელი სოციალ-ეკონომიკური შედეგების გამო უქმე დღეებში დაწესებული კომენდანტის საათი აღარ გახანგრძლივდება.

მანამდე თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შაბათ-კვირას კომენდანტის საათი 15 ქალაქში უნდა დაწესებულიყო, მათ შორის, სტამბოლსა და ანკარაში. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო დღეებში თურქეთში კორონავიურსის ინფიცირების შემთხვევებმა კვლავ იმატა. თუმცა, მოგვიანებით ერდოღანმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ მან გადაწყვიტა კომენდანტის საათი გააუქმოს.

„მოვლენების ცუდი სცენარით განვითარების გამო ჩვენ გადავწყვიტეთ მოქალაქეები ისევ სახლში დარჩენილიყვნენ, მაგრამ რეაქცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ ჩვენი ხალხისგან, გვიბიძგა ამ გადაწყვეტილებისთვის გადაგვეხედა“, – ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის „ტვიტერის“ გვერდზე.