თურქეთში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავებისას ანგარიშსწორება მხოლოდ ეროვნული ვალუტით მოხდება
თურქეთში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავებისას ანგარიშსწორება მხოლოდ ეროვნული ვალუტით მოხდება

თურქეთში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავებისას ანგარიშსწორება ეროვნული ვალუტით უნდა ხდებოდეს, – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ლირის გამყარებას.

პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ყველა მოქმედი ხელშეკრულება, რომელიც უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორებას ითვალისწინებდა, 30 დღეში უნდა გაუქმდეს და ახალი შეთანხმებები უნდა გაფორმდეს.

ახალი ზომის ამოქმედების შესახებ ოფიციალურად მთავრობა დღეს გამოაცხადებს.

ლირა ბოლო რამდნიმე თვის განმავლობაში დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაა.

დატოვე კომენტარი