თურქეთში ტერორიზმის პროპაგანდის გავრცელებაში ეჭვმიტანილი 91 ადამიანი დააკავეს

19:35, 23.01.2018

თურქეთში ტერორიზმის პროპაგანდის გავრცელებაში ეჭვმიტანილი 91 ადამიანი დააკავეს. ამ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

სპეცოპერაცია იზმირის, ვანის, მერსინისა და მუშის პროვინციებში ჩატარდა. დაკავებულებს შორის ჟურნალისტებიც არიან. მათ შორის ორი გერმანულ-თურქული გამოცემა taz.gazete-ს თანამშრომელია.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა ხუთი ჟურნალისტი დააკავეს. დაკავებულები მიკრობლოგ Twitter-ში, აფრინში თურქეთის ხელისუფლების მიერ დაწყებულ ოპერაციაზე წერდნენ. თურქეთის მთავრობა დაკავებულებს ბრალს ტერორიზმის პროპაგანდაში სდებს. ქვეყნის პროკურატურამ Twitter-ში გამოქვეყნებული პოსტების გამო, 57 ადამიანის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

მსგავსი