თურქეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციების ფარგლებში 83 ეჭვმიტანილი დააკავეს
თურქეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციების ფარგლებში 83 ეჭვმიტანილი დააკავეს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციები 28 პროვინციაში ჩატარდა.
დადგინდა, რომ ეჭვმიტანილები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ, ორგანიზაციას აფინანსებდნენ მათთან დაკავშირებული პირებისა და ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით, ასევე სოციალური ქსელების ანგარიშების საშუალებით ავრცელებდნენ პროპაგანდას.