თურქეთში სტამბოლის მერის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა

01:18, 20.03.2025

ანკარაში სტამბოლის მერის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა.

სამართალდამცავებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

დაშავებულების ან დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

აქციაზე სტუდენტებმა სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავება გააპროტესტეს. თურქეთის პოლიციამ იმამოღლუ კორუფციის ბრალდებით დააკავა. პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაცია კორუფციული დანაშაულების ფართომასშტაბიან გამოძიებას უკავშირდება. მანამდე მერის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

მსგავსი